იტალიაში საფეხბურთო არბიტრი მოკლეს

La Repubblica იტყობინება, რომ ქალაქ ლეჩეში 33-წლის მამაკაცთან ერთად სახლში მისი მეგობარი გოგონას გვამიც აღმოაჩინეს. დანიელე დე სანტისსა და მის მეგობარ გოგონას დანით მრავალი ჭრილობა აქვთ მიყენებული.
სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ყვირილი შემოესმათ, ხოლო მოგვიანებით შენიშნეს მამაკაცი, რომელიც დანით ხელში ქუჩაში გარბოდა.