Lequipe: კავანი მადრიდის "ატლეტიკოში" მიდის?

Lequipe: კავანი მადრიდის "ატლეტიკოში" მიდის? "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ფეხბურთელი ედინსონ კავანი, შესაძლებელია მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Lequipe ავრცელებს. ურუგვაელი შემტევი მოცემულ მომენტში თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

წყაროს ცნობით, "ატლეტიკოს" წარმომადგენლები პარიზის სასტუმროში ურუგვაელი თავდამსხმელის აგენტებს უკვე შეხვდნენ, სადაც მომავალი ხელშეკრულების პირობები განიხილეს. მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

ცნობილია, რომ კავანისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან ტურინის "იუვენტუსი", "რომა", "გრემიო", "ბენფიკა" და "ატლეტიკო", მაგრამ პრობლემა ურუგვაელის სახელფასო მოთხოვნას უკავშირდებოდა.

კავანი პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში 2013-2020 წლებში თამაშობდა. გასულ სეზონში ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში. გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.