სილვა ლონდონის "ჩელსის" შესახებ საუბრობს

სილვა ლონდონის "ჩელსის" შესახებ საუბრობს ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული ტიაგო სილვა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

”ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში მოვედი, რადგან ეს შესანიშნავი გუნდია. ერთ-ერთი უდიდესი კლუბი მსოფლიოს მასშტაბით. ბრწყინვალეა, როდესაც ასე თბილად გხვდებიან, განსაკუთრებით მწვრთნელი, რომელიც ახლახანს თავადაც თამაშობდა ფეხბურთს, რადგან ასაკთან დაკავშირებით გარკვეული ცრურწმენები არსებობს. მე ვიცი ის, თუ რას შეეჯახა იგი [ფრენკ ლემპარდმა] როდესაც მანჩესტერ "სიტის" რიგებში გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი კარიერის ბოლო ეტაპი იყო. მან გაიარა იგივე გზა, რასაც ახალ მე გავდივარ."

"ასე რომ, პირადი ურთიერთობების გარეშეც კი, მას კარგად მოეხსენება, თუ რისი გავლა მიწევს ამჟამად, რათა კვლავ მაღალ დონეზე დავრჩე. ჩემდამი გამოჩენილი ნდობა საკმარისი იყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებული იყავით, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გაცემული ავანსები გავამართლო. ახალგაზრდა მოთამაშეები და გამოცდილი ფეხბურთელების კომბინაცია, ისევე როგორც ეს კაპიტან ასპილიკუეტას შემთხვევაშია, დიდი დახმარებაა ახალი სეზონისათვის. ჩვენ გავიფორმეთ არაერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენს გუნდს შეუძლია ბრწყინვალედ იასპარეზოს ახალ საფეხბურთო სეზონში და ჩვენ ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ."

"პირველ თამაშს სულმოუთმენლად ველი. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, თავს ვერ ვიკავებ. ჩვეულებრივ, 35-36 წლის ასაკში ადამიანები პრემიერ ლიგას ტოვებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა და ჩემი ახალი მოგზაურობაც იწყება. ვფიქრობ, ყველაზე რთული ჩემპიონატია, სადაც ტიტულისათვის 6-7 გუნდი იბრძვის, ამიტომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა. ეჭვი არ მეპარება, სრულად მომზადებული ვიქნები, როდესაც თამაშის დრო დადგება ”
- ციტირებს ტიაგო სილვას სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ