ოფიციალურად: ლონდონის "არსენალმა" "დიჟონის" მეკარე გაიფორმა

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალმა" "დიჟონის" მეკარე გაიფორმა ლონდონის "არსენალი" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგი ტრანსფერის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, "მეთოფეებმა" ფრანგული საფეხბურთო კლუბის "დიჟონის" კარის დარაჯი, ალექს რუნარსონი გაიფორმეს.

ფეხბურთელი ლონდონური კლუბის რიგებში 13 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ხელშეკრულება 4 წლის ვადით დაიდო. კიპერმა საკუთარი პროფესიონალური კარიერა "რეიკიავიკის" შემადგენლობაში დაიწყო. 2018 წლიდან კი "დიჟონის" რიგებში გვევლინებოდა. 2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში რუნარსონმა სულ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.