არტურო ვიდალი "ბარსელონას" ემშვიდობება

არტურო ვიდალი "ბარსელონას" ემშვიდობება ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, კატალონიის "ბარსელონას" რიგები დატოვა, ესპანურ გრანდში გატარებულ პერიოდს იხსენებს. ფეხბურთელმა შესაბამისი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დღეს მე ბარსელონას ყველა ფეხბურთელს ვემშვიდობები. ამ ბრწყინვალე გუნდში, ორი შესანიშნავი წელი გავატარე. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის მაისურს ვატარებდი და ვამაყობ იმითაც, რომ დიდებული ფეხბურთელების გვერდით ვიასპარეზე. ეს მოთამაშეები ბრწყინვალე ადამიანები არიან."

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელს, ექიმებს, პერსონალს და მხურვალე გულშემატკივარს. ეს ადამიანები ჩემს მიმართ მუდამ დიდ სიყვარულს იჩენდნენ. დღეს, საკუთარ ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებ, თუმცა "ბარსელონა" მუდამ დარჩება ჩემს გულში. მომავალ შეხვედრამდე და რა თქმა უნდა, წინ "ბარსელონა"!
- წერს არტურო ვიდალი ინსტაგრამ გევრდზე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.