ტიაგო სილვა: აქ გამარჯვებების მოსაპოვებლად მოვედი

ტიაგო სილვა: აქ გამარჯვებების მოსაპოვებლად მოვედი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" უკანახაზელმა ტიაგო სილვამ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყატარში დაგეგმილ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მონაწილეობის მიღებას აპირებს.

”ის, რაც ყოველდღიურად მამოძრავებს, გამარჯვების წყურვილია. ყველაფრის მოგება მსურს, რაც კი შესაძლებელია, რომ მოვიგო. როდესაც პრემიერ ლიგის კლუბში გადმოვედი, ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონის ტიტულის მოპოვება იყო. დარწმუნებული ვარ, ტიტულისათვის ბრძოლა შეგვიძლია. ჩვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. აქ მოვედი, რათა ნებისმიერი ფორმით ხელი შევუწყო ამ მიზნის მიღწევას.

მომდევნო მსოფლიო თასზე თამაშის პერსპექტივა კიდევ ერთი რამ, არის რაც ნამდვილად შთამაგონებს. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მე 38 წლის ვიქნები და ძალიან მოტივირებული ვარ, რომ ხსენებულ ფორუმს შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევხვდე” - ციტირებს ტიაგო სილვას სიტყვებს, ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.