გიგზი: "ტოტენჰემს" ბრწყინვალე შემტევი ტრიო ჰყავს

გიგზი: "ტოტენჰემს" ბრწყინვალე შემტევი ტრიო ჰყავს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზი, რომელიც მოცემულ მომენტში უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, "ტოტენჰემის" რიგებში გარეთ ბეილის ტრანსფერს ეხმიანება. გიგზის განცხადებით, "ტოტენჰემის" შემტევი სამეული ბრწყინვალედ გამოიყურება.

"ეს შეტევა დიდებულად გამოიყურება - კეინი, სონი და ბეილი! "ტოტენჰემის" შემადგენლობაში მრავალი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი. სულმოუთმენლად ველი იმის ნახვას, თუ როგორ შეძლებს ბეილი საკუთარი თავის დემონსტრირებას. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ იგი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. ინგლისის ჩემპიონატში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა მსურს. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ გაართმევს იგი თავს, მასზე დაკისრებულ მოვალეობას." - ციტირებს რაიან გიგზის სიტყვებს გამოცემა Goal.

"სასიამოვნოა აქ დაბრუნება. ეს არის განსაკუთრებული კლუბი. სწორედ აქ გავითქვი სახელი. "ტოტენჰემი" შესანიშნავი გუნდია, საოცარი გულშემატკივრებით. იმედი მაქვს, შესაბამის კონდიციებში შევალ და გუნდს დავეხმარები ტიტულებისთვის ბრძოლაში. როდესაც "ტოტენჰემიდან" წამოვედი, ვფიქრობდი, რომ ერთხელაც ძალიან მოხარული ვიქნებოდი თუ აქ დაბრუნების შესაძლებლობა მომეცემოდა. ახლა შესაძლებლობა გაჩნდა და ვგრძნობ, რომ ეს საუკეთესო დროა დასაბრუნებლად. ტიტულებს მოწყურებული და მოტივირებული ვარ. სტარტს სულმოუთმენლად ველი” - აღნიშნავდა გარეთ ბეილი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.