«ტურინის იუვენტუსი» ალვარო მორატას გაფორმებას ცდილობს

წყაროს ინფორმაციით, ტურინელებს უკვე ჰქონდათ ესპანელი ფორვარდის გაფორმების მცდელობა, თუმცა მადრიდელებმა მორატას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვა დაბლოკეს. ესპანური კლუბის მესვეურებს 27-წლის ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურთ, რომელიც მორატას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად არის მითითებული.
2019/20 წლების სეზონში ალვარო მორატამ «ატლეტიკოს» შემადგენლობაში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
#Juventus | Nuovi contatti con l'#AtleticoMadrid per #Morata: la situazionehttps://t.co/9z3Uptvx4h
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) September 21, 2020