ჯონ ჯონსმა UFC-ს ჩემპიონის ტიტულზე უარი თქვა

«ახლახანს ვესაუბრე ტელეფონით UFC-ს წარმომადგენელს. დღეს ოფიციალურად ვადასტურებს, რომ ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის ადგილს ვაკანტურად ვტოვებ. დიდებული მოგზაურობა იყო, მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა UFC-ში ყველა ჩემს მოწინააღმდეგეს და რაც მთავარია გულშემატკივრებს», — დაწერა ჯონსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Just got off the phone with @Ufc, today I confirm that I’m vacating the light heavyweight championship. It’s officially up for grabs. It’s been an amazing journey, sincere thank you to all my competition, Ufc and most importantly you fans.
— BONY (@JonnyBones) August 17, 2020
შეგახსენებთ, რომ ჯონსს პირობა აქვს დადებული, რომ UFC-ს მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდება.
32 წლის ჯონსი MMA-ში 2008 წლიდან ასპარეზობს. ბოლო ბრძოლა 2020 წლის თებერვალში გამართა და დომენიკ რეიესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. მის ანგარიშზე 28 ჩატარებული ბრძოლა, 26 გამარჯვება და 1 მარცხია. 1 ბრძოლა ვერ შედგა.