კრაუჩი: ბეილს უფრო მეტჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ვიდრე "იუნაიტედს" მთელი ისტორიის მანძილზე

"იგი სულ მცირედითაც არ შეცვლილა. გარეთმა უფრო მეტჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე მანჩესტერ "იუნაიტედმა" მთელი ისტორიის მანძილზე. მას არ ააქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ დამიჯერეთ, იგი კვლავაც ტიტულებს მოწყურებულია. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა - ყოფილიყო ბედნიერი. ახლა როდესაც იგი, კვლავ ბედნიერია ბეილი აუცილებლად დაიწყებს გოლების გატანას.
"ტოტენჰემის" მიერ ჩატარებული ბრწყინვალე სამუშაო, ცალკე აღნიშვნის ღირსია. კლუბმა მიიღო ის ფეხბურთელი, რომელზეც პრეტენზიას უამრავი გუნდი აცხადებდა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თითქოს რაღაც ზღაპრული ხდება, თუმცა მისი ტრანსფერით ყველა აღფრთოვანებულია - ფეხბურთელები, კლუბი, გულშემტკივრები. იმედს ვიტოვებ, ბეილთან ერთად წარმატებებს მოვიპოვებთ." - ციტირებს კრაუჩის სიტყვებს გამოცემა Daily Mail.
გარეთ ბეილმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მადრიდის რეალის შემადგენლობაში ოთხჯერ მოიგო - 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში. მანჩესტერ იუნაიტედი ხსენებულ ტურნირზე სამჯერ გახდა გამარჯვებული 1968, 1999 და 2008 წლებში.