ლუის სუარესი «ბარსელონას» შეთავაზებას არ თანხმდება

ლუის სუარესი «ბარსელონას» შეთავაზებას არ თანხმდება Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონა» და ლუის სუარესი კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

«კატალონიის ბარსელონა» კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის 33-წლის ურუგვაელს 7 მილიონ ევროს სთავაზობს კომპენსაციის სახით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლუის სუარესი ორჯერ მეტს 14 მილიონ ევროს ითხოვს ესპანელებისგან.

ლუის სუარესი კატალონიური გრანდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. «ბარსელონასთან» ერთად სუარესმა ოთხჯერ მოიგო ესპანეთის თასი, თითო-თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

2019/20 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა კატალონიელების რიგებში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლუის სუარესის მონაგარი 21 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.