Football Italia: ბონუჩი ანდერა პირლოს შესახებ საუბრობს

Football Italia: ბონუჩი ანდერა პირლოს შესახებ საუბრობს ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი, სამწვრთნელო რანგში ანდრეა პირლოს დებიუტს აფასებს. შეგახსენებთ, ტურინულ კლუბსა და სამპდორიას შორის გამართული პაექრობა, მასპინძლების გამარჯვებით ანგარშით 3:0 დასრულდა.

"ჩვენ ვნახეთ, მწვრთნელის და გუნდის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე ახალი იდეა, თამაშის ახალი ინტერპრეტაცია, რომელშიც იგრძნობოდა დიდი ენთუზიაზმი, ბურთთან ერთად მოქმედების დროსაც და მის გარეშეც. ვფიქრობ, დიდი განსხვავება იგრძნობა ჩვენს შეტევაში, იმაში თუ როგორ ვცდილობთ შედეგის მიღწევას. თუ გადავხედავთ ბოლო კვირის მანძილზე ჩატარებულ სამუშაოს და გავითვალისწინებთ ამ მატჩის პერიპეტიებსაც, მაშინ შეგევძლება იმის თქმა, რომ უკეთესი გუნდი ვხდებით."

"იგრძნობა განსხვავება, სარის დროს ჩვენ უფრო ჯგუფებად გადავაადგილდებოდით, პირლოს დროს კი ერთი-ერთზე მიდის თამაში, რაც დიდ თავისუფლებას გვაძლევს, ვიყოთ მეტად აგრესიულები და ბურთზე ვიბრძოლოთ. ჩვენ ყველა ცვლილებას სათანადოდ მივიღებთ. ამ სეზონში გუნდს პირლო ხელმძღვანელობს, რომელმაც ჩვენი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ კარდინალურად შეცვალა. ჯერ ადრეა თქმა ეს მართებულია თუ არა, მაგრამ ფაქტია განსხვავებულია. აქ მკვეთრად იგრძნობა მენტალიტეტი, აგრესიულობა და დაუოკებელი ჟინი. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება გასულ სეზონშიც გვქონდა, ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგოთ."

"დღეს დემონსტრირებული ფეხბურთი ძალიან ჰგავს ალეგრის პერიოდის "იუვენტუსის" თამაშს. პირლოსაც მსგავსი თამაშის სტილი აქვს, ჯერ კიდევ როდესაც იგი ფეხბურთელი იყო, შეგეძლო მისთვის ბურთი იმ იმედით მიგეწოდებინა, რომ ის მას არ დაკარგავდა. ჩვენ საკმარისად დიდები ვართ იმისათვის, რომ როგორც პროფესიონალებს შეეფერებათ ისე ვიმოქმედოთ. ანდრეა პირლო ჩვენი მწვრთნელია და ჩვენ ამას ვაფასებთ, ისევე როგორც ყველა სხვა სპეციალისტს ვაფასებდით. ჩვენ გასახდელშიც ვცდილობთ, მის მიმართ მხარდაჭერა გამოვიჩინოთ."

"საბედნიეროდ, ეს გუნდი სავსეა დიდებული ფეხბურთელებით, რომლებიც მიჩვეულები არიან დიდ ჩემპიონატებში ასპარეზობას. ეს ყველასთვის დადებითი ფაქტორია."
- ციტირებს გამოცემა Football Italia ლეონარდო ბონუჩის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.