ტაირონ ვუდლიმ ნეკნი გაიტეხა

მეხუთე რაუნდში ვუდლიმ გილიოტინით მახრჩობელა ილეთის გაკეთება სცადა, თუმცა როდესაც კოვინგტონმა პოზიცია შეცვალა მალევე ტკივილისგან დაიყვირა. მატჩის არბიტრმა ბრძოლა მალევე შეაჩერა.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გუნდმა დღეს რენტგენის სურათი გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვუდლის ნეკნი აქვს გატეხილი.

ESPN-თან ინტერვიუში ვუდლიმ განაცხადა, რომ მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა მეხუთე რაუნდში მიხვდა, რომ ნეკნი გაიტეხა.
«ყველაზე ძლიერი ტკივილი იყო, რაც კი სიცოცხლეში მიგრძვნია», - განაცხადა ტაირონმა.
შეგახსენებთ, რომ კოვინგტონთან მარცხი ტაირონ ვუდლისთვის ზედიზედ მესამე წაგებაა. UFC-ს პრეზიდენტმა ვუდლის მიანიშნა, რომ დროა მებრძოლი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდეს.