მანე: ალკანტარა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია

"არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, რა შეუძლია ტიაგო ალკანტარას. იგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მოათამაშეა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ტიაგო "ლივერპულშია" წარმოდგენილი. ვფიქრობ, განვლილ მატჩში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, საკუთარი მაღალი კლასი." - ციტირებს სადიო მანეს სიტყვებს გამოცემა Sky Sports.
ესპანელ ნახევარმცველთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე საათის წინ იურგენ კლოპიც საუბრობდა - "ჩვენ გადავწყვიტეთ ტიაგო ნაადრევად შეგვეშვა მოედანზე, რადგან მოწინააღმდეგე კაცნაკლული იყო. მსგავს მოთამაშეს შეუძლია რიტმის დაყენება. მისთვის შესანიშნავი დებიუტია, ბიჭები მას ძალიან დაეხმარნენ. მან ითამაშა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და ვარჯიშობდა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, ამიტომ იგი კარგ ფორმაშია, ეს პრობლემა არ არის. ის უნდა შეთამაშდეს თანაგუნდელებთან. ძალიან მომეწონა მისი სტილი. მას დაცვაში გაუჭირდა, მაგრამ შეტევა - ეს მისი თამაშია. ტიაგოს პასების დარიგება უყვარს." - აღნიშნავდა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი.