ზიდანი: ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ

ზიდანი: ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს აფასებს. შეგახსენებთ, სამეფო კლუბმა გასვლითი ორთაბრძოლა გამართა "რეალ სოსიედადთან" და ფრეს დასჯერდა (0-0)

"ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. მუდამ გამარჯვების მოპოვებისთვის ვიღწვით. მთლიანობაში "რეალმა" კარგად იასპარეზა, საკუთარ კარებში გოლი არ მიგვიღია. პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები შევქმენით, მეორე ნახევარში ეს ვერ შევძელით. ოდეგარის დებიუტით კმაყოფილი ვარ, იგი პროგრესირებას განაგრძობს. აუცილებელია მშვიდად ვიყოთ."

"რაც შეეხება იოვიჩის საკითხს, მე ბევრი ფეხბურთელი მყავს. დღეს ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ მაქვს არანაირი პრობლემა, არც იოვიჩთან და არც რომელიმე სხვა მოთამაშესთან. უბრალოდ არ მსურდა თამაშის სურათის შეცვლა"
- ციტირებს ზიდანის სიტყვებს გამოცემა Marca.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.