ვიდალი მესის პასუხობს

"დიდი მადლობა, არა ამქვეყნიერო მესი! ჩემთვის დიდი პატივი იყო, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით მეასპარეზა. დიდი მადლობა მეგობრობისთვის. უთქვენოდ უკვე მოვიწყინე. მომავალ შეხვედრამდე" - წერს არტურო ვიდალი.
შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ 33 წლის ჩილელს, შემდეგი სიტყვებით მიმართა - ”მე შენს შესახებ მხოლოდ მატჩებიდან ვიცოდი, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და ყოველთვის ფენომენად გთვლიდი. ამის შემდეგ ძალიან გამიმართლა და პირადად შეგხვდი. შენ კიდევ უფრო გამაკვირვე. ორი წლის განმავლობაში, ერთად ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ. შენ ყურადღება მიიპყარი. გასახდელ ოთახს მოენატრები, არტურო. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ამ ახალ ეტაპზე. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთება." - წერდა ლეო მესი.