გატუზო კალიდუ კულიბალის შესახებ საუბრობს

”ეჭვი არ მეპარება, რომ საკუთარ როლში კულიბალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი ყოველთვის ბრწყინვალე თამაშს დემონსტრირებდა და კარგი იყო ვარჯიშებზეც. ვწუხვარ, რომ მას, როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს ვკარგავთ. მაგრამ თქვენ იცით, რომ კლუბებისთვის ციფრები ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ ეტაპზე რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მე ბედნიერი ვიქნებოდი მისი დარჩენით” - ციტირებს გატუზოს სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.
კულიბალი ნაპოლის შემადგენლობაში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. მანამდე იგი ბელგიური გენკის ღირსებას იცავდა. ტრანსფერის ოდენობამ 7,5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში, 29 წლის მცველმა მონაწილეობა მიიღო იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში. მოქმედ ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის წაფხულამდე.
ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" და ბრიტანული მანჩესტერ "სიტი" ცდილობს. ნაპოლი მოსალოდნელ გარიგებაში 75-80 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.