ნოიერი : რაღაც სიგიჟე მოხდა

"რაღაც სიგიჟე მოხდა. მატჩის თითოეულ ეპიზოდსა თუ გოლს გამუდმებით ვიხსენებ. ფეხბურთში ყველაფერი მყისიერად იცვლება. არ შეიძლება დიდხანს დაისვენო უკან მოიხედო და თქვა -"ვაუ, ნახეთ რამდენს მივაღწიეთ."ამის ნაცვლად ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვეთხოვება. შემდეგ დავალებებს უნდა მივხედოთ."
"ლიონი" ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან კარგი გუნდია. მათ რიგებში ნამდვილი "მკვლელები" არიან. მათ ცივსისხლიანად დასაჯეს მანჩესტერ "სიტი". არ უნდა მოვდუნდეთ. მოწინააღმდეგემ შესაძლოა ნებისმიერი შეცდომისათვის მკაცრად გვაზღვევინოს."-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი მანუელ ნოიერის სიტყვებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლიონი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. მატჩი 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.