მაიკლ ჩენდლერი ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართავს

ჩენდლერმა UFC-ს მოქმედ ჩემიონს დაბადების დღე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ოქტაგონზე შეხვდება.
«დაბადების დღეს გილოცავ ხაბიბ ნურმაგომედოვ! მალე შევხვდებით», - წერს ჩენდლერი ინსტაგრამის გვერდზე და თან ურთავს პოსტერს, რომელიც მისი და დაუმარცხებელი რუსი მებრძოლის დაპირისპირებისთვისაა მიძღვნილი.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს კვირას 32 წელი შეუსრულდა.

აღნიშნული პოსტით მაიკლ ჩენდლერმა ხაზი გაუსვა, რომ სერიოზულად ემზადება 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გასამართი UFC 254 ტურნირისთვის.