Sky Sports: «ვულვერჰემპტონი» ნელსონ სემედუს იფორმებს

Sky Sports-ი იტყობინება, რომ მგლებმა 26-წლის პორტუგალიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს, ხოლო თავად ტრანსფერი «ვულვერჰემპტონს» 29 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება.
Sky Sports-ის ინფორმაციით ნელსონ სემედუ მგლებთან 2025 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი «კატალონიის ბარსელონას» რიგებს 2017 წელს შემოუერთდა. 2019/20 წლების სეზონში ნელსონ სემედუმ ესპანური გრანდის შემადგენლობაში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის ავტორი გახდა.