ივან რაკიტიჩი «ბარსელონას» ლიდერებზე საუბრობს

ივან რაკიტიჩი «ბარსელონას» ლიდერებზე საუბრობს «კატალონიის ბარსელონას» ყოფილმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა, ცნობილ სპორტულ გამოცემა El Desmarque-ის მიცემულ ინტერვიუში ესპანური გრანდის ლიდერებთან ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მესისთან და სუარესთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები არასდროს მქონია», - ამბობს ივან რაკიტიჩი El Desmarque-თან ინტერვიუში.

ისინი ჩემი თანაგუნდელები უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. მათთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ».

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ივან რაკიტიჩმა კატალონიური გრანდი დატოვა და «სევილიას» რიგებს შეუერთდა. «სევილიამ» ხორვატის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით თანხა შეიძლება 9 მილიონით გაიზარდოს.

ივან რაკიტიჩმა ესპანურ კლუბთან 2024 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.