«ჩელსი» ედუარდ მენდის ტრანსფერს ამ კვირაში დაადასტურებს

«ჩელსი» ედუარდ მენდის ტრანსფერს ამ კვირაში დაადასტურებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლონდონის «ჩელსისა» და «რენს» შორის შეთანხმება მიღწეულია. არისტოკრატები ედუარდ მენდის ტრანსფერს ამ კვირაში დაადასტურებენ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, კლუბებს შორის 28-წლის სენეგალელის ტრანსფერისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტი უკვე გაფორმდა. ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ მენდის სამედიცინო შემოწმების გავლა და პირადი კონტრაქტის ხელმოწერა დარჩა.

არისტოკრატები ედუარდ მენდის ტრანსფერის დასრულებას ამ კვირაში აპირებენ.


28-წლის სენეგალელმა გოლკიპერმა 2019/20 წლების სეზონში «რენის» შემადგენლობაში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 შემთხვევაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ