Goal: კლოპი ალკანტარას დებიუტს აფასებს

Goal: კლოპი ალკანტარას დებიუტს აფასებს "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ტიაგო ალკანტარას დებიუტზე. შეგახსენებთ, ლივერპულმა გასვლით მატჩში ლონდონის ჩელსი დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

”ჩვენ გადავწყვიტეთ ტიაგო ნაადრევად შეგვეშვა მოედანზე, რადგან მოწინააღმდეგე კაცნაკლული იყო. მსგავს მოთამაშეს შეუძლია რიტმის დაყენება. მისთვის შესანიშნავი დებიუტია, ბიჭები მას ძალიან დაეხმარნენ. მან ითამაშა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და ვარჯიშობდა მიუნხენის ბაიერნის რიგებში, ამიტომ იგი კარგ ფორმაშია, ეს პრობლემა არ არის. ის უნდა შეთამაშდეს თანაგუნდელებთან. ძალიან მომეწონა მისი სტილი. მას დაცვაში გაუჭირდა, მაგრამ შეტევა - ეს მისი თამაშია, მას პასების დარიგება უყვარს.

სუპერ თამაში. მართლაც ბრწყინვალე მატჩი შედგა ორივე გუნდის შესრულებთ. მე ნამდვილად მომწონს ჩვენი თამაში. ჩელსი შესანიშნავი გუნდია. პირველ ტაიმში ძალიან კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. წითელი ბარათის შემდეგ, სულ სხვა თამაში დაიწყო
" - ციტირებს კლოპის სიტყვებს გამოცემა Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ