რაიან მილერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

რაიან მილერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს ცნობილი სპორტული გამოცემა The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოლკიპერმა რაიან მილერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ჰოკეისის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით საბოლოო არ არის.

40-წლის მეკარე უკანასკნელი სამი სეზონია «ანაჰეიმის» მეორე მეკარის როლში იყო. 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ამერიკელ ჰოკეისტს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭა.

მიჩიგანის შტატში ქალაქ ისტ-ლანსინგში დაბადებული ჰოკეისტი 2010 წლის Vezina Trophy მფლობელი გალხავთ. აღსანიშნავია, რომ NHL-ის ისტორიაში რაიან მილერი ამერიკელ მეკარეებს შორის გამარჯვებების რაოდენობით (780) მეორე ადგილს იკავებს.

The Athletic-ის ინფორმაციით მილერი კარიერას არ დაასრულებს თუ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.