რონალდუ განვლილ მატჩს გამოეხმაურა

რონალდუ განვლილ მატჩს გამოეხმაურა ტურინის "იუვენტუსის" 35 წლის პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შესახებ, კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, ტურინულმა გუნდმა საფეხბურთო კლუბი "სამპდორია" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. რონალდუ გატანილი გოლით და შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

”ყოველთვის კარგია, სეზონის გამარჯვებით დაწყება! გუნდის მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაო!" - წერს კრიშტიანუ რონალდუ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.