როლან გაროსის ოთხი მონაწილე, რომელიც კორონა ვირუსით დაავადდა

როლან გაროსის ოთხი მონაწილე, რომელიც კორონა ვირუსით დაავადდა ცნობილი სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როლან გაროსის ტურნირის ოთხ მონაწილეს კორონა ვირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა, შესაბამისად ჩოგბურთელები ტურნირს გამოეთიშნენ.

Marca წერს, რომ კორონა ვირუსით დაავადებულია შემდეგი ჩოგბურთელები: უზბეკი დენის ისტომინი, ესპანელი ბერნაბე საპატა-მირალესი, სერბი პეჟა კრშტინი და ამერიკელი ერნესტო ესკობედო.

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ტურნირის პროტოკოლის შესაბამისად ნახსენები ჩოგბურთელები ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას არ მიიღებენ და თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ უახლოესი შვიდი დღე.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსის შესარჩევი ეტაპი დღეს 21 სექტემბერს დაიწყო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.