სასწაული იშვიათობა: ენტონი დევისმა «ლეიკერსს» გამარჯვება მოუტანა

სასწაული იშვიათობა: ენტონი დევისმა «ლეიკერსს» გამარჯვება მოუტანა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გაიმართა «ლეიკერსსა» და «დენვერს» შორის. მატჩი მეტწილად თანაბრად მიმდინარეობდა და საბოლოოდ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა უკანასკნელ წამებზე ენტონი დევისმა შეძლო.

ამერიკელმა კალათბურთელმა მატჩის მიწურულს, როდესაც თითქმის აღარ იყო დარჩენილი დრო ბურთის კალათში მოთავსება მოახერხა და ლოს-ანჯელესის გუნდს ანგარიშით 105:103 გაამარჯვებინა «ლეიკერსი» სერიაში 2-0 იგებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ «ლეიკერსის» კალათბურთელებმა საუცხოო გამარჯვება აღნიშნეს. მატჩში ყველაზე შედეგიანი და შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელიც ენტონი დევისი გახდა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.