ლაუტარო მარტინესი : დაუჯერებელი საღამო იყო

"ეს იყო დაუჯერებელი საღამო, რომელზეც ვოცნებოდბით, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ასე კარგად არ მითამაშია. ნახევარფინალში დავამტკიცეთ, რომ "ინტერი" მზადაა ისტორიის დასაწერად. ჩვენ მზად ვართ ფინალისათვის!"
"ამ გატანილმა გოლებმა მე ბევრი რამ მომცა, რადგანაც გარკვეული პერიოდი ჩავარდნა მქონდა. ეს გამოცდილება მე აუცილებლად დამეხმარება. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, ჩვენ ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ. ყოველ ჯერზე "ინტერი" უკეთესი ხდება, ჩვენ დიდ გამოცდილებას ვიძენთ."
"სევილია" ძალიან ძლიერი გუნდია. ახლა ვეცდებით დავისვენოთ და უახლოეს დღეებში ძალები აღვიდგინოთ, რათა შევძლოთ და ფინალს სათანადო კონდიციებში შევხვდეთ. იმედს ვიტოვებ, ტიტულის სახლში წაღებას მოვახერხებთ."-ციტირებს მარტინესის სიტყვებს გამოცემა Sky Sport Italia.