ლიონელ მესი არტურო ვიდალს ემშვიდობება

ლიონელ მესი არტურო ვიდალს ემშვიდობება კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ, 33 წლის ჩილელი ნახევარმცველის არტურო ვიდალის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ამიერიდან მილანის "ინტერის" ღირსებას დაიცავს.

”მე შენს შესახებ მხოლოდ მატჩებიდან ვიცოდი, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და ყოველთვის ფენომენად გთვლიდი. ამის შემდეგ ძალიან გამიმართლა და პირადად შეგხვდი. შენ კიდევ უფრო გამაკვირვე.

ორი წლის განმავლობაში, ერთად ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ. შენ ყურადღება მიიპყარი. გასახდელ ოთახს მოენატრები, არტურო.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ამ ახალ ეტაპზე. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთება."
- წერს ლეო მესი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.