«ლეიკერსმა» გამარჯვება მატჩის ბოლო წამებზე მოიპოვა

გამარჯვების ბურთი შეხვედრის ბოლო წამებზე ენტონი დევისმა ჩააგდო და ლოს ანჯელესის კლუბის ანგარიში სერიაში ორამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სწორედ დევისი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტია. «ლეიკერსის» რიგებში თავის გამოჩენა ლებრონ ჯეიმსმაც შეძლო. ამერიკელი კალათბურთელის მონაგარი 26 ქულა, 11 ართმევა და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ნაგეტსის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იოკიჩი გახლდათ. სერბი კალათბურთელის მონაგარი 30 ქულა, 6 ართმევა და 9 ასისტია.
დენვერ ნაგეტსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 25 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.
NBA პლეი-ოფი
1/2 ფინალური ეტაპი
მეორე მატჩი
«ლეიკერსი» — «დენვერი» — 105:103 (29:21, 31:29, 22:28, 23:25)
სერიის ანგარიში: 2-0