რუმენიგე: ტიაგო ჩამეხუტა და 5 წუთი ტიროდა

რუმენიგე: ტიაგო ჩამეხუტა და 5 წუთი ტიროდა მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს. იგი იხსენებს, ეპიზოდს რა დროსაც ალკანტარა კლუბის დატოვებამდე რამდენიმე ხნით ადრე მას შეხვდა.

"ის ჩამეხუტა. დაახლოებით 5 წუთის მანძილზე ტიროდა და მითხრა : "მადლობა, რომ ამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცი"-მეც ცრემლიანი თვალები მქონდა. ტიაგო შესანიშნავი ადამიანია, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყო. ეს არის უდიდესი დანაკარგი, არა მხოლოდ საფეხბურთო ხარისხის თვალსაზრისით, არამედ ეს არის ადამიანური დაანკარგიც. მიუხედავად ამისა, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, ახალი გამოწვევების მიღებასთან დაკავშირებით." - ციტირებს გამოცემა Sky Sport Germany რუმენიგეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.