Football Italia: ინსინიემ ვიქტორ ოსიმჰენი შეაქო

Football Italia: ინსინიემ ვიქტორ ოსიმჰენი შეაქო "ნაპოლის" კაპიტანმა, ლორენცო ინსინიემ ვიქტორ ოსიმჰენის შესახებ, საკუთარი აზრი დააფიქსირა. შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "ნაპოლი" "პარმას" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა.

”ვიქტორმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ მთლიანად გუნდზე. როდესაც იგი შეტევაში მირბის, ეს შემზარავად გამოიყურება. ოსიმჰენი შეტევის სტილით ოდნავ ედინსონ კავანის ჰგავს. ის გააძლიერებს ჩვენს გუნდს, რადგან მან ჩემსა და მერტენსის თამაშში სიახლე შემოიტანა. ვიქტორის სისწრაფე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუთხარით, რომ არ იღელვეს. მას დიდი პოტენციალი გააჩნია, საჭიროა გაიზარდოს. ჩვენ კი მას ყველაფრით დავეხმარებით” - ციტირებს ლორენცოს სიტყვებს გამოცემა Football Italia.

21 წლის ოსიმჰენი ნაპოლის რიგებში 2020 წლის 1 სექტემბერს გადავიდა . მანამდე იგი ლილის ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 70 მილიონი ევრო შეადგინა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ