კოუტინიო: დიდ მოტივაციას ვგრძნობ

"ძალიან მოტივირებული ვარ და დადებითი მოლოდინები მაქვს. მსურს, მიმდინარე სეზონში თავდაუზოგავად ვიშრომო, რათა მოედანზე წარმატებული გამოსვლა შევძლოთ. წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი არ ყოფილა, მიუხედავად ამისა ყოველდღიურად ვპროგრესირებთ. სამწვრთნელო შტაბის მუშაობის ახალ მეთოდებს ვეჩვევით. წინ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი, რათა სეზონის სტარტს შესაბამის კონდიციებში შევხვდეთ." - ციტირებს ფილიპე კოუტინიოს სიტყვებს გამოცემა Marca.
ფილიპე კოუტინიო, გასულ სეზონში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. ამ გუნდთან ერთად ფილიპემ უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ისტორიული ტრებლი გაიფორმა. ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 28 წლის ბრაზილიელს, 56 მილიონ ევროდ აფასებს.