მოურინიო: კეინმა თამაში მოკლა

"დაცვითი ზონის ცენტრალურ ნაწილში, რიგ შემთხვევებში კარგად ვერ ვითამაშეთ. რამდენიმე ბრძოლა წავაგეთ. მეტოქე ძალიან მარტივად ჭრიდა გადაცემებს. ვიჯექი სათადარიგო სკამზე და ვფიქრობდი, "ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ანგარიშს გავხსნით". გატანილმა გოლმა ჩვენ სულ სხვა პოზიციაზე დაგვაყენა. მეორე ტაიმში ჰარი კეინმა თამაში მოკლა. აღსანიშნავია მისი ჩართვები, გადაცემები... მან სონის საშუალება მისცა შეტევები ეწარმოებინა. ეს ნამდვილად საოცარი თამაში იყო."
"მეორე ტაიმში ჩვენ ზედმეტად კარგები ვიყავით მოწინააღმდეგე გუნდისთვის. "საუთჰემპტონს" ძალიან კარგად ვიცნობთ, გასულ სეზონში მათ წინააღმდეგ 4 ჯერ ვითამაშეთ. ორჯერ ლიგაზე შევხვდით ერთმანეთს, ორჯერ კი სათასო ბრძოლაში. ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჰიობერგმა, დიდი დახმარება გაგვიწია და გაგვიანალიზა ის თუ როგორ მოქმედებს საუთჰემპტონი. ვიცოდით, რომ ეს გუნდი ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა. მცველები, მოედნის სიღრმეში ძალიან დიდ თავისუფალ ზონებს ტოვებენ. კეინის მოძრაობებით ჩვენ მათი ლიკვიდირება მოვახდინეთ. მან თმაშის ბედი გადაწყვიტა, ისევე როგორც ამას სონი აკეთებდა." - ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოცემა BBC.
These two 💙#THFC ⚪️ #COYS pic.twitter.com/yXYdHvAZ7L
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) September 20, 2020