ფაბრიციო რომანო: ნელსონ სემედუ "ვულვერჰემპტონში" მიემგზავრება

წყაროს მტკიცებით, 19 სექტემბერს "მგლებმა" კატალონიელებს ახალი წინადადებით მიმართეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. ცნობილია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი პირადი ხელშეკრულების პირობებზე მალევე შეთანხმდება. რომანოს თქმით, უახლოეს საათებში სემედუს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. ასევე ოფიციალურად დადასტურდება არტურო ვიდალის გადასვლა მილანის "ინტერის" შემადგენლობაში - აღნიშნავს რომანო.
26 წლის ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობაში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი ლისაბონის "ბენფიკას" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 37.5 მილიონი ევრო შეადგინა. 2019/2020 წლების სეზონში სემედუმ 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 6 შედეგიანი გადაცემა.
Wolves are ‘one step away’ from signing Nelson Semedo. New bid submitted yesterday and Barcelona are now ready to accept. Work in progress also on personal terms to be agreed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 20, 2020
On next hours Barça are gonna sell Semedo to #Wolves and Vidal to #Inter. Here we go soon! 🐺 #FCB