გვარდიოლა: აქ დარჩენა უნდა დაიმსახურო

"აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს. მანჩესტერ "სიტი" ძალიან მომწონს, მაგრამ აქ დარჩენის უფლება უნდა დავიმსახურო. ამ კლუბმა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ახალ სეზონში, ლაფში არ უნდა ჩავყოთ საკუთარი თავი. ვნახოთ რა მოხდება, ვიმსახურებ თუ არა აქ დარჩენას. ეს, რა თქმა უნდა, გუნდის მიერ დემონსტრირებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული." - ციტირებს პეპ გვარდიოლას სიტყვებს გამოცემა Goal.
ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი "ვულვერჰემტონსა" და მანჩესტერ "სიტის" შორის 21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:15 საათზე აიღებს სტარტს.