ვერნერი: რატომ არ გადავედი "ლივერპულში"?

ვერნერი: რატომ არ გადავედი "ლივერპულში"? ლონდონის "ჩელსის" გერმანელმა მოიერიშემ ტიმო ვერნერმა, გაამხილა თუ რატომ თქვა უარი "ლივერპულში" გადასვლაზე.

”რა თქმა უნდა, იურგენ კლოპი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია მსოფლიოში. თუ ის დაინტერესებულია თქვენით, თქვენ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით აუცილებლად დაფიქრდებით. ბოლო თვეების განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა კლუბები, რომლებიც ჩემით ინტერესდებოდნენ. ბოლოს "ჩელსიში" წასვლა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. ამას არც ახლა ვნანობ და არც მომავალში ვინანებ.

საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა. დავინახე, რომ "ჩელსის" რიგებში მექნება საშუალება ვითამაშო და ვიყო ძირითადი გუნდის ფეხბურთელი. შემიძლია გავიზარდო ამ პროექტში მონაწილეობით. ვფიქრობ, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმაც მსგავსი შესაძლებლობა მიიღეს სამი-ოთხი წლის წინ - "ლივერპულში" მისვლით. ისინი "ლივერპულში" შემდგომი განვითარებისთვის მივიდნენ. პრემიერ ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. მსურს მათ დონეს მივაღწიო ” - ციტირებს ვერნერის სიტყვებს გამოცემა Bild.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.