«შახტარმა» ევროპის ლიგაზე ანტი რეკორდი დაამყარა

უკრაინელი გულშემატკივრების სამწუხაროდ «შახტარმა» 0:5 დათმო შეხვედრა, რაც ტურნირის ანტირეკორდი გახდა.
გაცნობებთ, რომ წარსულში უეფას ევროპის ლიგის ნახევარ ფინალში 0:5 ანგარიშით არცერთ კლუბს არ წაუგია. გუშინ ნაჩვენები შედეგი ტურნირის 1/2 ფინალურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.
ინტერის შემადგენლობიდან გოლის გატანა მოახერხა:
მარტინესი — 19'
დი'ამბროზიო — 64'
მარტინესი — 74'
ლუკაკუ — 78'
ლუკაკუ — 84'
«ინტერმა» კი ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მას ესპანური «სევილია» ელის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ლიგის ჰეგემონი გახდა.
შეხვედრა 21 აგვისტოს კიოლნში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.