ბართომეუ: კუმანი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება

ბართომეუ: კუმანი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში რონალდ კუმანის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხსენებული სპეციალისტი "ბარსას" რიგებში მრავალ წელს გაატარებს.

"კუმანი "ბარსელონაში" მრავალ წელს გაატარებს. იგი არის ამ გუნდის ერთგვარი სიმბოლო და პრესტიჟული მწვრთნელი. რაც შეეხება ფეხბურთელებს, კუმანი ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად ისაუბრებს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი თითქოს ვიღაცეების გამოყენებას არ გეგმავს, სიმართლეს არ შეესბამება. შემადგენლობის მხრივ, გუნდი ძალიან დიდია, მასში უამრავი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს გამოცემა Marca.

რონალდ კუმანის განცხადებით, კლუბში კონკურენცია მაღალ ნიშნულზეა და შესაბამისად ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დროის პრობლემა ექმნებათ. სწორედ ამიტომ, იგი რამდენიმე ფეხბურთელს არენდით წასვლას ურჩევს. ერთ-ერთი მათგანია - რიკი პუჩი.

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მის გამოყენებას არ ვაპირებ. მას გასულ საღამოს ვესაუბრე. ახალგაზრდა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მისთვის სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, რომ ისინი მოედანზე არ გადიოდნენ. პუჩი, ალენია, პედრი... რიკის ვუთხარი, რომ ეს არ არის მარტივი სიტუაცია, რომ გუნდში ძალიან მაღალი კონკურენცია არსებობს. ამის მეტი არაფერი მითქვამს."

"პუჩი დავარწმუნე, რომ მას ამ კლუბში მომავალი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მე მას ვურჩევდი, რომ არენდით წასულიყო. 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თამაშის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ." - ციტირებს გამოცემა Marca რონალდ კუმანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.