პიანიჩი: კუმანმა თავდაჯერებულობა შემმატა

პიანიჩი: კუმანმა თავდაჯერებულობა შემმატა კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა, ესპანურ გრანდში მისი დებიუტის შესახებ ისაუბრა.

”კუმანმა თავდაჯერებულობა შემმატა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ის, რაც ვარ. გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და პირველი მატჩისთვის ემზადება. ძალიან კარგი შეგრძნება მაქვს. ჩვენ მზად ვართ ამ ორთაბრძოლისთვის. გუნდი ბრწყინვალედ შრომობს."

რაც შეეხება დებიუტს - განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს გულშემატკივრების თანდასწრებით მომხდარიყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე მხოლოდ ერთი კვირის წინ დავიწყე ინდივიდუალური ვარჯიში” - ციტირებს პიანიჩის სიტყვებს გამოცემა Marca.

30 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა. სხვადასხვა დროს ეს ფეხბურთელ იცავდა რომას, მეცის და ლიონის ღირსებას.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.