ბეილი: "ტოტენჰემისთვის" მოურინიო იდეალური მწვრთნელია

ბეილი: "ტოტენჰემისთვის" მოურინიო იდეალური მწვრთნელია საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა, თუ რატომ გადაწყვიტა ბრიტანულ კლუბში დაბრუნება.

”მოურინიომ განაცხადა, რომ ჩემი გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე უნდოდა. რა თქმა უნდა, ამის გამო ბედნიერი ვარ. მან უდიდესი როლი შეასრულა ჩემს დაბრუნებაში. მისი სახელი საყოველთაოდ ცნობილია, მოურინიო - გამარჯვებულს ნიშნავს.

ეს "ტოტენჰემისთვის" იდეალური მწვრთნელია. ჩვენ გვჭირდება ტიტულები და მან ყველაზე უკეთ იცის, როგორ მოიპოვეს ისინი. მე ვიცი, რომ "სპურსის" თითოეული გულშემატკივარი ტიტულებს მოწყურებულია და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა ყველა ტურნირზე შედეგი დავდოთ"
- განაცხადა 31 წლის უელსელმა მოიერიშემ.

სულ რამდენიმე დღის წინ, ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილთან მიმართებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებდა - "როდესაც მადრიდის "რეალში" ვმუშაობდი, გარეთ ბეილის ხელში ჩაგდებას ვცდილობდი, თუმცა იმ პერიოდში ეს შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს კლუბის პრეზიდენტმა ჩემს სურვილებს ყური უგდო და ბეილი მადრიდში მაინც აღმოჩმდა, მაშინ მე "რეალში" უკვე აღარ ვმუშაობდი. არ არის დიდი საიდუმლო, რომ ამ ფეხბურთელით მოხიბლული ვარ. ვფიქრობ, ამის შესახებ თავად გარეტმაც იცის." - ციტირებდა გამოცემა Sky Sports ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ