Sky90: რუმენიგე დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს

"დიახ გარკვეული კომენტარები გაკეთდა, მაგრამ მე არ ვარ საჯარო პოლემიკის მომხრე, როდესაც საქმე ეხება კონტრაქტზე მუშაობას. ჩვენ გვსურს დავიდ ალაბას შენარჩუნება 2021 წლის შემდეგაც. ალაბამ აქ 12 წელი გაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. იმედს ვიტოვებ, შეთანხმებას მივაღწევთ." - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Sky90.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავიდ ალაბა და მისი აგენტი პინი ზაჰავი 5 წლიან ხელშეკრულებას და საერთო ჯამში - 125 მილიონი ევროს შემოსავალს ითხოვენ.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ავსტრიელ მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.