ლემპარდი: ჰავერცს დიდი მომავალი აქვს

”ვესაუბრე ჰავერცს და ძალიან გაკვირვებული დავრჩი. პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ის დინჯი და პატიოსანი ადამიანია. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს.” - ციტირებს ლემპარდს სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
კაი ჰავერცი, სულ რამდენიმე საათის წინ მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის შესახებ საუბრობდა და შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა -"კლოპი უდიდესი სპეციალისტია აბსოლუტურად ყველა მნიშვნელობით. მან "ლივერპულში" ბევრს მიაღწია და ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ, მაგრამ არა მგონია, რომ იგი ამით კმაყოფილდებოდეს. იმის საფუძველზე, რაც მე მის შესახებ ვიცი, შემიძლია ვთქვა, რომ იგი ჯერ კიდევ ტიტულებს მოწყურებულია და სურს, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოიპოვოს” - აღნიშნავდა გერმანელი ნახევარმცველი.