პოლ მილსეპი ლებრონ ჯეიმსის შესახებ საუბრობს

პოლ მილსეპი ლებრონ ჯეიმსის შესახებ საუბრობს "დენვერის" ფორვარდმა პოლ მილსეპმა განაცხადა, რომ ერთ დროს მან "ატლანტას" დატოვების და დასავლეთ კონფერენციის გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ლებრონ ჯეიმსთან შეხვედრა.

”მე ვუთხარი მას, რომ აღმოსავლეთის კონფერენცია დავტოვე, რათა თავიდან ამერიდებინა მასთან შეხვედრა, ახლა ორივე დასავლეთ კონფერენციაში ვართ წარმოდგენილნი. ორივე მივედით ტურნირის ფინალში და ტიტულისთვის ვიბრძვით. მას აქვს შანსი კვლავ გახდეს ჩემპიონი, ხოლო მე ვცდილობ კარიერაში ჩემი პირველი ტიტული მოვიპოვო. მჯერა, დადგა დრო მივაღწიო იმას, რაც მსურს” - ციტირებს კალათბურთელის სიტყვებს გამოცემა The Athletic.

შეგახსენებთ, მოცემულ მომენტში ლებრონ ჯეიმსი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გვევლინება. დასავლეთ კონფერენციის ფინალში, კალიფორნიის გუნდი დენვერის წინააღმდეგ თამაშობს. სერიის პირველი მატჩი ლეიკერსმა მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ