საინსი: მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ

შეგახსენებთ, ფერარი მიმდინარე წელს სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კონსტრუქტორთა დავაში ეს გუნდი მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. "მაკლარენი" კი - მესამეა. მიუხედავად "ფერარის" გუნდში არსებული პრობლემებისა, საინსი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია.
"მეცინება იმ ადამიანებზე, ვინც მე დამცინის მიღებული გადაწყვეტილების გამო, ასპარეზობა განვაგრძო "ფერარის" შემადგენლობაში. ეს დაუჯერებელი გრძნობაა. "ფერარის" ბოლიდის მართვა, ფორმულა 1-ის ბევრ პილოტს არ ღირსებია. ყველას ვისაც ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარება, ვეუბნები კატეგორიულ - "არას". წინ წარმოუდგენელი გამოცდილება მელის. აუცილებელია შესატყვისი მოთმინების გამოჩენა და რწმენის შენარჩუნება." - ციტირებს გამოცემა Mundo Deportivo კარლოს საინსის სიტყვებს.