ზიდანი: მარტინმა პროგრესირება განიცადა

ზიდანი: მარტინმა პროგრესირება განიცადა მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, მარტინ ოდეგარის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, 18 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" 2017 წელს შემოუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

"ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდშია წარმოდგენილი და რომელსაც შეუძლია მომავალ წარმატებებში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდის "რეალში" მოდიან - გამორჩეული მოთამაშეები არიან. ჩვენ კიდევ ერთი ფეხბურთელი გვყავს, მარტინი რომელსაც შეუძლია საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშედ ჩამოყალიბდეს."

"ვიცი, რომ ამ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები არიან შეკრებილები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყვნენ სათანადოდ მომზადებულები, ვფიქრობ მარტინი, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. ოდეგარი შეიცვალა, რადგან მისი განვლილი გზა ფენომენალური იყო. იგი ყოველ წლიურად პროგრესირებდა. ახლა ის უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
" - ციტირებს გამოცემა Marca ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ხსენებულ ნახევარმცველს 45 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.