ზიდანი: ტიტულებს მხოლოდ ამგვარი მიდგომით მოვიპოვებთ

ზიდანი: ტიტულებს მხოლოდ ამგვარი მიდგომით მოვიპოვებთ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედიზ ზიდანი, გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბში არსებულ განწყობაზე საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით "რეალს" თავდაუზოგავი მუშაობა მართებს, რათა გუნდმა ტიტულებისთვის ბრძოლა განაგრძოს.

"პირველივე დღიდან შესანიშნავად გვესმის, რომ გამარჯვების მოპოვებისთვის აუცილებელია თავდაუზოგავი მუშაობა. თუ ჩვენ ამას, სწორედ ამგვარად მივუდგებით, თუ ჩვენ სათანადო მონდომებას გამოვიჩენთ და გუნდურად ვიასპარეზებთ, ისე როგორც ამას კარანტინის შემდგომ პერიოდში ვაკეთებდით, მაშინ გვექნება შანსი ტიტულებზე ვიფიქროთ. ფეხბურთელები სწორედ ამისკენ იღწვიან - იყონ კონკურენტუნარიანები. ძალიან კარგად გვესმის, რომ წლიდან წლამდე ეს ტურნირი რთულდება. ასე, რომ შესაბამისი მომზადება გვმართებს." -ციტირებს გამოცემა Marca ზინედიზ ზიდანის სიტყვებს.

მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში თავის პირველ მატჩს დღეს გამართავს. ხსენებული გუნდი, სტუმრად "რეალ სოსიედადს" შეერკინება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.