კონტე: კომპლიმენტები გუნდს!

"ვფიქრობ ფინალში გასვლა შევძელით ისეთ გუნდთან პაექრობის შედეგად, რომელიც სინამდვილეში კიდევ უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. "შატარს" ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მათი გაჩერება შევძელით. "ინტერი" ძალიან თამამად მოქმედებდა და საკუთარ გეგმას ეტაპობრივად მიჰყვებოდა. მოთამაშეები შექებას იმსახურებენ. ეს იყო სუპერმატჩი. ჩვენ მოვიგეთ ისე, რომ მეტოქე საშუალო გუნდად წარმოჩინდა."
"სევილიას" ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი ენთუზიაზმით სავსეა. ახლა მნიშვნელოვანია ძალების აღდგენა, ჩვენ გულშემატკივარი უნდა გავახაროთ. ქომაგი ამაყი უნდა იყოს ამ ბიჭების თამაშით, რომლებიც მაქსიმუმს დებენ. მოედანი სინანულის გარეშე დავტოვეთ, "ინტერის" ყოველმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ ამ მატჩში ყველაფერი გაიღო. ვფიქრობ, სწორედ ასე იქნება ფინალშიც. თუ დავმარცხდებით, ე.ი მეტოქე უფრო ძლიერი ყოფილა."-აღნიშნავდა ანტონიო კონტე.