ენდრიუ რობერტსონი: მესი ფენომენალური ფეხბურთელია

ენდრიუ რობერტსონი: მესი ფენომენალური ფეხბურთელია საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მცველი ენდრიუ რობერტსონი, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"მესის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები, დიდად არ მაღელვებდა. ეს ფეხბურთელი მანჩესტერ "სიტის" ახალ დონემდე აიყვანდა. ეს გუნდი ისედაც არის მსოფლიო დონის და თუ კიდევ ლიონელ მესის დაიმატებდა მაშინ... როდესაც მესის წინააღმდეგ თამაშობ, ისღა დაგრჩენია იმკითხაო საით გაიქცევა იგი - მარცხნივ თუ მარჯვნივ. ეს ძალიან გღლის, როგორც ფიზიკური ისე მორალური თვალსაზრისით."

"ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ მესის შეჩერების ერთადერთი გზა თამაშის წესების დარღვევაში მდგომარეობს, თუმცა იგი აქაც ოსტატურად უძვრება სიტუაციას. ფენომენალური მოთამაშეა. როდესაც ეს ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, ხალხი მის მიღწევებს კიდევ უფრო ნათლად დაინახავს. ის დადგება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების, დიეგო მარადონას და პელეს გვერდით.
" - ციტირებს რობერტსონის სიტყვებს გამოცემა The Times.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.