კუმანი: რიკის ვურჩიე, რომ არენდით წასულიყო

კუმანი: რიკის ვურჩიე, რომ არენდით წასულიყო კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, 21 წლის ფეხბურთელის - რიკი პუჩის შესახებ საუბრობს.

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მის გამოყენებას არ ვაპირებ. მას გასულ საღამოს ვესაუბრე. ახალგაზრდა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მისთვის სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, რომ ისინი მოედანზე არ გადიოდნენ. პუჩი, ალენია, პედრი... რიკის ვუთხარი, რომ ეს არ არის მარტივი სიტუაცია, რომ გუნდში ძალიან მაღალი კონკურენცია არსებობს. ამის მეტი არაფერი მითქვამს."

"პუჩი დავარწმუნე, რომ მას ამ კლუბში მომავალი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მე მას ვურჩევდი, რომ არენდით წასულიყო. 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თამაშის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ."
- ციტირებს გამოცემა Marca რონალდ კუმანის სიტყვებს.

21 წლის ესპანელი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალიწინებული. ინტერნეტ პორტალი transfermarkt-ი ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.